მიმდინარეობს საიტის განახლება

ონში მათემატიკური ოლიმპიადა მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე და მოადგილე ბაჩანა ბასილაია ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში მიმდინარე მათემატიკის XIII მუნიციპალური ოლიმპიადის მიმადინარეობას ადგილზე გაეცნენ.
,,მათემატიკა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ყველა სფეროშია ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე, ეს ოლიმპიადა ერთ – ერთი მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია და მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო,, – განაცხადა აკაკი გოფოძემ.
ხონში მათემატიკური ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები.
მიმდინარე წელს კონკურსში 300-ზე მოსწავლე ჩაერთო.