მიმდინარეობს საიტის განახლება

მუნიციპალიტეტის მერი გარდაცვლილი პედაგოგის მადონა ფარცხალაძისადმი მიძრვნილ ღონისძიებას დაესწრო
ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე, მოსე ხონელის სახელობის ხონის №1 საჯარო სკოლაში, ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის, მადონა ფარცხალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოში მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ხონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე, პედაგოგები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ