მიმდინარეობს საიტის განახლება

26 მაისი- ეს დღე ჩვენია
ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ .
ლადო ჯურხაძემ ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის მნიშვნელობას და აღნიშნა რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.
,, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამეთუ 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერის, ჩვენი ენის მამულის და სარწმუნოების განმტკიცების დღეს. აქვე, კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლითა და თავგანწირვით შეძლეს ამ მაღალი იდეალის – თავისუფლების დაცვა და ჩვენამდე მოტანა,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ