ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
აღინიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის აქტიური და ოპერატიული მუშაობისა, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
როგორც შეხვედრაზე ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ყველა იდენტიფიცირებულ პრობლემაზე მოხდება სათანადო რეაგირება, დამატებით შესწავლილ იქნება პრობლემური მონაკვეთები და მელიორაციის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმება და გაგრძელდება საჭირო ღონისძიებები