მიმდინარეობს საიტის განახლება

გერასიმე მჟავანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა .
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოსახლეობის საჭიროებები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მავნებლი მწერის წინააღმდეგ პრევენციული და შეწამვლის სამუშაოები კოორდინირებულად და გეგმაზომიერად გრძელდება.
ძეძილეთის მიმართულებით მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე თვეში დასრულდება, რის შედეგადაც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
დაგეგმილია დადიანების სასახლის ეზოს ნარჩენებისგან გაწმენდა, ხოლო ვიზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ახალი ნარჩენების ურნები, რაც ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ნანახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მელიორაციის სამსახური სარწყავი და სადრენაჟე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
მაღალმთიან სოფლებში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების აღდგენის მიზნით შესაბამისი სამუშაოები უახლოეს დროში დაიგეგმება.
ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების ქსელის აღდგენა თითქმის დასრულებულია და მოძველებული ნათურები ახლით შეიცვალა. ასევე, სოფელ ჩუნეშში მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი.
შეხვედრის დასასრულს გერასიმე მჟავანაძემ განხილული საკითხები შეაჯამა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა დაგეგმილი ღონისძიებები დადგენილ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება