მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მათ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობა და მიღწეული წარმატებები მიულოცეს, გაწეული შრომისა და მუნიციპალიტეტის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქალაქ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სპორტსმენებმა ღირსეულად იასპარეზეს და მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მინი ფეხბურთის გოგონათა გუნდის გამარჯვება, რომელმაც ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. წარმატებით იასპარეზეს ფრენბურთელმა გოგონებმაც, რომლებიც მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ. ფესტივალში მონაწილეობდნენ ასევე თავისუფალი სტილის მოჭიდავე და ტაიკვანდოელი სპორტსმენები, რომლებმაც მუნიციპალიტეტი ღირსეულად წარმოაჩინეს.
მერმა ახალგაზრდებს სამომავლო სპორტულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდებისა და სპორტის მხარდაჭერას.
” გილოცავთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებს. თქვენმა მონდომებამ, შრომამ და პასუხისმგებლობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხონის ახალგაზრდების შესაძლებლობები და სპორტული პოტენციალი. მადლობას გიხდით მუნიციპალიტეტის ღირსეული წარმომადგენლობისთვის. თითოეული თქვენი გამარჯვება ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებაა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწევთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ ახალი გამარჯვებებით,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ
შეხვედრას ხონის განათლების რესურსცენტრის ხემლძღვანელი ხათუნა ქობალია, ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლის დირექტორი ალეკო ვეკუა, მწვრთნელები და მშობლები ესწრებოდნენ.