ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კუხში საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელში მცხოვრები 560-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს, ხოლო არაპირდაპირ სარგებელს ათასობით მოქალაქე მიიღებს.
სამუშაოების ფარგლებში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ასფალტის საფარი, გზის გვერდულები და სანიაღვრე არხები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.