გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია პირველად უტარდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.