მიმდინარეობს საიტის განახლება

საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი -2026“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა
საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი -2026“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა.
ფესტივალის უმაღლესი ჯილდო ხონის სახალხო თეატრმა საუკეთესო სპექტაკლისთვის – „ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) დაიმსახურა.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა, პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.
დაჯილდოების ცერემონიას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ვულოცავ ხონის სახალხო თეატრის თითოეულ წევრს ამ მნიშვნელოვან აღიარებას. განსაკუთრებით ვულოცავ რეჟისორ გოჩა კაპანაძეს, მსახიობებსა და მთელ შემოქმედებით გუნდს, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით, ნიჭითა და თავდადებით კიდევ ერთხელ ასახელეს ხონი.
ეს გრანპრი ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხონის თეატრს ღირსეული ადგილი უკავია ქართული თეატრალური ხელოვნების სივრცეში,, -განაცხადა ლადო ჯურხაძემ