ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის № მე-2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაევალა.
ამასთან, საუბარი შეეხო ქუთაისისა და მარტვილის მიმართულებით ცენტრალური გზების გარე განათების სისტემის რეაბილიტაციას. აღინიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
შეხვედრაზე განიხილეს მავნებელი მწერების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობა – რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა და პროცესი აქტიურად გრძელდება