მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ და მერის მოადგილე მანანა გოფოძემ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ გოგონათა გუნდს უმასპინძლეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მიულოცეს.
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის №2 საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებულ სპორტსმენებთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება მთელი მუნიციპალიტეტისთვის საამაყოა.
„ეს გამარჯვება არის თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და გუნდური სულისკვეთების შედეგი. თქვენ ღირსეულად წარმოაჩინეთ ხონის მუნიციპალიტეტი და მაგალითი მიეცით თქვენს თანატოლებს, რომ მონდომებითა და თავდადებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
მადლობას ვუხდი მწვრთნელს, პედაგოგებსა და მშობლებს, რომელთა მხარდაჭერაც ამ წარმატებაში უმნიშვნელოვანესია.
დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელოდებათ. ხონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის იქნება ახალგაზრდებისა და სპორტის განვითარების მხარდამჭერი. წარმატებებს გისურვებთ მომავალ ასპარეზობებზე და კიდევ ბევრ გამარჯვებას ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით,“ -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ყურაშვილი, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ანდრიაძე, ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი ალეკო ვეკუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.