მიმდინარეობს საიტის განახლება

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
🎓 ივანე შარაშიძის სახელობის სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო!
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
✅ბოლო არანაკლებ 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
✅დასრულებული აქვს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლა.
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდიის გაცემას, თუ:
✅ სტუდენტს აქვს აქტიური სტატუსი;
✅ წინა სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების მიხედვით, ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91–100 ქულა.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1 500 ლარს.სტიპენდია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე წარმატებულ სტუდენტებზე.
📌 სასწავლო წლის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.
სტიპენდიის მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინოთ:
✅განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
✅ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
✅სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;
✅ საინფორმაციო ბარათი ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (ბოლო არანაკლებ 2 წლის განმავლობაში), გაცემული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (იუსტიციის სახლი/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) – გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა;
✅ იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი, დროებითი საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის ადგილის) მითითებით;
✅ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის, სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა და მიღებული აკადემიური შეფასებების შესახებ. დოკუმენტი მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და სველი ბეჭდით, ხოლო ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში – ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით;
✅ხონის მუნიციპალიტეტში სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
გისურვებთ წარმატებას