ქალაქი ხონი დასავლეთ საქართველოს ერთ – ერთი გამორჩეული და კოლორიტული ქალაქია. იგი
ყოველთვის თვალსაჩინო როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის სოციალურ– ეკონომიკურ,პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ქ. ხონი მდებარეობს ქვემო იმერეთში, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადების ცხენისწყალსა და
გუბისწყალს შორის , ქ. თბილისიდან 266 კმ–ის, ქ. ქუთაისიდან 28 კმ–ის, ქ. სამტრედიიდან 19 კმ–ის,
ქ. წყალტუბოდან 15 კმ–ის, ქ. მარტვილიდან 15 კმ–ის მანძილზე.
ქ. ხონის გეოგრაფიული მდებარეობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემებით: გრძედი 42°25’, განედი 42°20’,
სიმაღლე ზღვის დონიდან 114 მეტრია. ხონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი თბილი
ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის +14,3°, ნალექების რაოდენობა წლის
განმავლობაში 1790 მმ.
ხონის მატერიალურ-კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმ. გიორგის ეკლესია(მე-8 საუკუნის) დიდი
ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობა. ამჟამად იგი ხონი–სამტრედიის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.
ქალაქის ცენტრში, წმ. გიორგის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ხონი–სამტრედიის ეპარქიის
რეზიდენცია (1996 წელს ხონმა დაიბრუნა თავისი საეკლესიო ფუნქცია– აღდგენილ იქნა ხონის ეპარქია).
ხონს ამშვენებს მე-19 საუკუნეში გაშენებული ბულვარი, სადაც ხარობს ეგზოტიკური მცენარეები და საუკეთესო
დასასვენებელი ადგილია ხონელებისა და ქალაქის სტუმრებისათვის.
განახლებულ ისტორიულ მუზეუმში შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება, ქალაქისა და მთლიანად
ხონის მუნიციპალიტეტის ისტორიულ წარსულზე.
ქალაქში არის მრავალფეროვანი ლიტერატურით მდიდარი, მთავარი და საბავშვო ბიბლიოთეკები. გამოდის
ოთხი გაზეთი: „ხონი“, „თაობა“, „თანადგომა“ , ,,ათინათი,,. ფუნქციონერებს ტელეკომპანია ,,მეგა –ტვ,, –ის წარმომადგენლობა.
ხონი ოდითგანვე ითვლებოდა განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვან კერად დასავლეთ საქართველოში.
დღეს აქ არის ოთხი საჯარო სკოლა, ერთი , ერთი გიმნაზია . ქალაქში სამი საბავშვო ბაღია.
ქალაქში არსებულ კულტურის ცენტრში მუშაობს მდიდარი ისტორიის მქონე თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი,
ფოლკლორული ანსაბლი, თოჯინების თეატრი.არის მდიდარი ტრადიციების წარსულის მქონე მუსიკალური და
სამხატვრო სკოლები. სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსაბლები.
სპორტული ობიექტებიდან აღსანიშავია სასპორტო სკოლა, კალათბურთისა და საჭიდაო დარბაზებით.
ფეხბურთის სტადიონი და მინი სტადიონი.
ჯანდაცვის საქმეს ემსახურება ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებები და სასწრაფო
დახმარების სამსახური.
ქალაქი სასმელი წყლით მარაგდება სოფ. მათხოჯში არსებული თვითდენითი წყლის სათავე ნაგებობებიდან.
ბოლო პერიოდში ბევრი რამ კეთდება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობისთვის.
ქ. ხონში, ოთხშაბათობითა და კვირაობით დღესაც იმართება დიდი ბაზრობა (ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ხონი
წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს).