null
null
null
null
null
null
null
null
null
  • მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ , გერასიმე მჟავანძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან, შემდეგი საკითხები განიხილა: ———————————– სოფელ ძეძილეთში სტიქიის- ძლიერის ქარის მიერ მიყენებული შედეგების ანალიზი; საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება; მერიის სოციალური სამსახურის დებულებში შეტანილი ცვლილებები; მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები – საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი; 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები; პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის გადასაგზავნი 10 დეკემბრის ანგარიშის […]

  • ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში, დასახლების საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის მხრივ, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა – სოფლის კრებაში 48%-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა წახალისების მიზნით, სოფელ გოჩა- ჯიხაიშს დამატებითი ფინანსური რესურსი გამოეყო და კეთილმოეწყო საბიბლიოთეკე სივრცე.

  • საქართველოში მხოლოდ ხონის კულტურის ცენტრში უკრავს 130 წლის სასულე ორკესტრი, რომლის სახალხოობა და წარსულის ისტორია საამაყოდაა შენარჩუნებული… ხონის კულტურის ცენტრში სასულე ორკესტრის ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ორკესტრის გულშემატკივრები და ხელოვანები ესწრებოდნენ. საამაყოა, რომ საქართველოში პირველი სამოქალაქო სასულე ორკესტრი დაბა […]

  • მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ კობა კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, მერის წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, თემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის , სოფლად მცხოვრები 12 ქალი მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. სოფლად მცხოვრები ქალების შრომა ბევრს სირთულესთან არის დაკავშირებული. ზოგ მათგანს, ზრუნვის შრომასთან ერთად, შეთავსებული აქვს საგანმანათლებლო, საჯარო, ჯანდაცვის და […]

  • ცხადდება საგრანტო კონკურსი პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“ ფარგლებში. საგრანტო კონკურსის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტში ინოვაციური და სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ააიპ-ებს, მეწარმეებსა და სტარტაპებს. პროექტს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ევროკავშირი საქართველოსთვის (EUD) ფინანსური მხარდაჭერით. გრანტის ოდენობა 3000- დან 5000-ევრომდე ექვივალენტი ლარში; საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად გაეცანით […]

  • ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, ხონის სათემო განათლების ცენტრში ვორკშოპი თემაზე – „მედიაწიგნიერება – ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა. შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვორკშოპის მონაწილეებს მიესალმა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ციფრულ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კვალიფიციური ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: ————————————— „დროულ ინერვენციად […]

SIGN IN

Forgot Password

X