
-
🔹ხონის საკრებულოში სააქტო დარბაზში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქმედი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. 🔹შეხვედრაზე აღინიშნა , რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწმყობ საგრანტო პროგრამაში, რომელიც 3 აპრილს იწყება. გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ – https://bit.ly/3TjYBVe ცხელი ხაზი – 15 25 info@enterprise.gov.ge
-
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქ 2“-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნები გააცნო. მოწვეულმა სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ საქართველო ნატოს ურთიერთოებებზე ისაუბრა. […]
-
ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება. დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დევი სიდამონიძემ და მოგელი ჭეჟიამ ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე , გერასიმე მჟავანაძე , მერიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსსაინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი , ბადრი ბახტაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის […]
-
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ხონის ა(ა)ი პ სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები გამოეხმაურენ და ადგილზე თემატური ნახატები შექმნეს, რომელთა შინაარსი სიმბოლურად სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერას გამოხატავდა. ნამუშევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და პატარებს გამოჩენილი სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადეს. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძესც: ,,დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო […]
-
21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. პროფესიული დღე ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დააწესეს. ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. “ქართული გაზეთი”-ს პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა
-
თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ დღეს სამუშაო ჯგუფს უმასპინძლა და პროცესში უშუალოდ ჩაერთო. ,,ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტია და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.