მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახული პრიორიტეტები. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლებში მოწესრიგდება საუბნო გზები, გარე განათებები, სკვერები, სტადიონები, სასმელი წყლის სისტემები. ყურადღება გამახვილდა სოფლებში დაზიანებული გარე განათებების აღდგენით სამუშაოებზე.
როგორც შეხვედრაზე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარეობს სამსახურების მიერ ინიცირებული აქტივობების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ პროცესში შეფერხებები არ არის.
იმსჯელეს ხონის კომუნალური სერვის-ცენტრის მონიტორინგის საკითხზე. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მონიტორინგი უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც შესაბამისი დოკუმენტი მომზადდება.
შეხვედრაზე განიხილეს მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის მომზადების საკითხი. სამსახურების ხელმძღვანელები საკრებულოს ანგარიშს აპრილის მეორე ნახევარში წარუდგენენ, ხოლო მერის ანგარიშის მოსმენა მაისის პირველ კვირაში იგეგმება.