ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ სოფელ ივანდიდში, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, გასვლითი სხდომა გამართა.
განხილეს სოფელ ივანდიდში №17 ქუჩისთვის ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, სოფლის მკვიდრის, კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების საკითხი.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ამირან კაშია უძღვებოდა.
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კომისია უახლოეს დღეებში მოამზადებს შესაბამის ოქმსა და დასკვნას, რომელიც შემდგომი განხილვისთვის სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.