მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე ხონის # 3 საჯარო სკოლას ესტუმრა
ხონის მუნიციპალიტეტის მერი , ლადო ჯურხაძე პირველ მოადგილესთან გერასიმე მჟავანაძესთან ერთად ირაკლი აბაშიძის სახელობის # 3 საჯარო სკოლას ესტუმრა და პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამისთვის გამოყოფილი და ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა, ასევე სასწავლო პროგრამის ,, ფრონტ-ენდ დეველოპმენტის,, ლაბორატორიას გაეცნო.
—————
,,ჩვენ აქ განვახორციელეთ დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალი პროფესიული მიმართულებების ავტორიზაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ ლაბორატორია, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრულყოფილად დაეუფლონ არჩეულ პროფესიას. ეს ყველაფერი უნიკალური შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში და ხაზს უსვამს იმას , რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ განათლებასა და დასაქმებას ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
—————
საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირება – პროფესიული განათლების განვითარებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ხედვით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ხონში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია ირაკლი აბაშიძის სახლობს მესამე საჯარო სკოლამ მოიპოვა. პროგრამა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად, დაეუფლონ პროფესიას. სწავლის დასრულების შემდეგ კი მიიღონ ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი და, სურვილის შემთხვევაში, დასაქმდნენ , ან სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში.