მიმდინარეობს საიტის განახლება

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მოადგილე გერასიმე მჟავანაძესთან და წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიური პროცესების პრევენციის ფარგლებში, მაღალმთიან სოფლებში – კინჩხაში, გორდსა და ძეძილეთში არსებული ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან.
„მონიტორინგი მნიშვნელოვანი ეტაპია სტიქიური რისკების მართვის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურის დაცვას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად გამოეყოფა თანხები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, მაღალი რისკის ზონებში განხორციელდეს საინჟინრო-გამაგრებითი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.