ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ,ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
მეორე მსოფლიო ომში ხონიდან 8000 ჯარისკაცი იბრძოდა.