დღეს, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, აკაკი გოფოძემ, გამორჩეული ხონელის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის მათე ბახტაძის მემორიალური დაფა გახსნეს.
„მათე ბახტაძე იყო თავისი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის პატრიოტი, დახვეწილი და გამორჩეული ინტელიგენტი. მან თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მშობლიური ხონის წინსვლასა და განვითრებას მიუძღვნა. ამიტომ, მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ ამ ღირსეული პიროვნების შესახებ და სამაგალითოდ გაიხადონ მისი ბიოგრაფია,, – აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
მათი ბახტაძე 1934 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.
ღონისძიებას, რომელიც საზოგადოება ,, ხონელის,, ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები, ექიმები ,კულტურის სფეროს სპეციალისტები, პედაგოგები, დამსახურებული ხონელები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.