ლადო ჯურხაძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა იყო. შეხვედრის ფარგლებში , განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ და მუნიციპალური სერვისების მიმართულებით არსებულ საკითხებს. მერის წარმომადგენლებმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინეს, რის საფუძველზეც განისაზღვრა უახლოესი პერიოდის პრიორიტეტები […]
ლადო ჯურხაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მერის პირველი მოადგილის, გერასიმე მჟავანაძის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებზე, მათი განხორციელების პროცესსა და […]
ლადო ჯურხაძემ ხონის სათემო განათლების ცენტრის მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა

ხონის მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდოამრის მოადგილე გუგა ბახტაძე ხონის სათემო განათლების ცენტრის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ და პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს. „განათლება და პროფესიული განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც ადამიანსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალში ვდებთ. მიხარია, რომ ხონის სათემო განათლების ცენტრი უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მოქალაქეებს ახალი […]
ლადო ჯურხაძე საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ და მერის მოადგილე მანანა გოფოძემ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ გოგონათა გუნდს უმასპინძლეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მიულოცეს. აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის №2 საჯარო სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ სპორტსმენებთან შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება მთელი […]
მერიაში სამუსაო შეხვედრა გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის № მე-2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაევალა. ამასთან, საუბარი შეეხო ქუთაისისა და მარტვილის მიმართულებით ცენტრალური გზების გარე განათების სისტემის რეაბილიტაციას. აღინიშნა, […]
საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი -2026“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთი -2026“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა. ფესტივალის უმაღლესი ჯილდო ხონის სახალხო თეატრმა საუკეთესო სპექტაკლისთვის – „ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) დაიმსახურა. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა, პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონიას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე და […]
ლადო ჯურხაძე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ორგანიზებულ რეინტეგრაციის მმართველობის ფორუმს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე: რეინტეგრაციის ეროვნული ჩარჩოს ჩამოყალიბება. როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება. ეროვნული და ადგილობრივი სისტემების უკეთ კოორდინაცია. „მიგრაციის მართვა და სამშობლოში დაბრუნებული […]
გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია პირველად უტარდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე […]
საკრებულოს სხდომა გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე უძღვებოდა. დღის წესრიგი: ხონისმუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიაშიადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. ხონისმუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის […]
ბიუროს სხდომა გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს: ხონისმუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიაშიადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების […]