მიმდინარეობს საიტის განახლება

გერასიმე მჟავანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა . შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოსახლეობის საჭიროებები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მავნებლი მწერის წინააღმდეგ პრევენციული და შეწამვლის სამუშაოები კოორდინირებულად და გეგმაზომიერად გრძელდება. ძეძილეთის მიმართულებით მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებაზე გამოცხადებული […]

ლადო ჯურხაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები და აქტივობები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსახლკარო პირთა აღრიცხვის პროცესს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების სრულყოფილი იდენტიფიცირება . ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით აღინიშნა, რომ სოფლებში – კუხში, გუბში, ქუტირსა და მათხოჯში […]

ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2025 საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. მერის თქმით, 2025 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება,ეკონომიკური აქტივობები , სოფლისმეურნეობა, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება და სხვ. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტი , ჯამში, 26 მილიონს შეადგენდა. […]

ახალგაზრდულმა საბჭომ 3 თვის სამიანობის ანგარიში წარადგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის 3 თვის ანგარიში მოისმინეს, რომლის ფარგლებშიც საბჭოს წევრებმა განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდული ინიციატივები და სამომავლო გეგმები წარადგინეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის, დაფინანსების მოპოვების, მოხალისეობრივი საქმიანობისა და ადგილობრივი მნიშვნელობის აქტუალური საკითხების განხილვას. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა ახალგაზრდული საბჭოს როლი […]

ლადო ჯურხაძემ სამუსაო შეხვედრა გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას. აღინიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და ტექნიკის აქტიური და ოპერატიული მუშაობისა, უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც შეხვედრაზე ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ყველა იდენტიფიცირებულ პრობლემაზე […]

26 მაისი- ეს დღე ჩვენია

ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ . ლადო ჯურხაძემ ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის მნიშვნელობას და აღნიშნა რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის. ,, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, […]

ხონში ,,ბოლო ზარის,, მუნიციპალური ღონისძიება გაიმართა

გილოცავთ ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას, ზრდასრულობა, ახალი თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლები – თქვენ წინაშე უამრავი პერსპექტივა იხსნება, – ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ბოლო ზარის ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერმა სკოლადამთავრებულებს წარმატებები უსურვა. „გილოცავთ ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას, ზრდასრულობა, ახალი თავგადასავლები, საპასუხისმგებლო წლები – თქვენ წინაშე უამრავი პერსპექტივა […]

ლადო ჯურხაძემ სამუსაო შეხვედრა გამართა

ხონი მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან თემურ საღარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქალაქ ხონში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული ამორტიზებული წყალარინების სისტემის მდგომარეობა და პრობლემის გადაჭრის გზები. აღინიშნა, რომ საკანალიზაციო ქსელს ექსპლუატაცია უკვე წლებია შეჩერებული აქვს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სისტემით კვლავ სარგებლობს, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. შეხვედრის ფარგლებში […]

მუნიციპალიტეტის მერი გარდაცვლილი პედაგოგის მადონა ფარცხალაძისადმი მიძრვნილ ღონისძიებას დაესწრო

ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე, მოსე ხონელის სახელობის ხონის №1 საჯარო სკოლაში, ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის, მადონა ფარცხალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოში მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ხონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე, პედაგოგები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ

ონში მათემატიკური ოლიმპიადა მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე და მოადგილე ბაჩანა ბასილაია ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში მიმდინარე მათემატიკის XIII მუნიციპალური ოლიმპიადის მიმადინარეობას ადგილზე გაეცნენ. ,,მათემატიკა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ყველა სფეროშია ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე, ეს ოლიმპიადა ერთ – ერთი მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია და მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო,, – განაცხადა აკაკი გოფოძემ. ხონში მათემატიკური ოლიმპიადა […]