ხონში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა

ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი ,,მგლები,, ადგილობრივი და რეგიონული თამაშების გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მინი ფეხბურთში გაიმართა. ადგილობრივ და რეგიონულ თამაშებს ხონმა უმასპინძლა. გამარჯვებულებს თასები ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ გადასცეს. სპორტული ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე […]
ხონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ხონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება… მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია. დასრულდა მოსამზადებელი ეტაპი და უკვე დაწყებულია ასფალტის დაგების სამუშაოები. მონიტორინგის მიზნით, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანული […]
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სასმელი წყლის არასაკმარისი დებეტის გამო ქალაქ ხონში თამარ მეფის და სოლომონ მეორის ქუჩის მოსახლეობის ერთ ნაწილს წყალი ვერ მიეწოდება, რის გამოც ამოქმედდა სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი. გრაფიკი იმოქმედებს 24 საათიანი შეწყვეტისა და მიწოდების პირობებში. მოსახლეობის 35%-ს, საარტილერიო ბრიგადას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს (1350-იაბონენტი) წყალი არ შეუწყდება. 2025 წლის 4 ივლისიდან სასმელი წყალი მიეწოდება რუსთაველის […]
ხონის თეატრი ფესტივალზე წარსდგა

ხონის სახალხო თეატრი ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2025“ რეჟისორ გოჩა კაპანის სპექტაკლით „გაიცინეთ,ჩიტი გამოფრინდება!“ წარსდგა; სპექტაკლი ხონის ისტორიულ წარსულსა და აწმყოს ეხება. მასში მონაწილეობენ სახალხო დასის მსახიობები გულიადა სანოძე და დემურ საღარეიშვილი, ასევე ვასილ აგლაძე, თემურ დანგაძე, ელენე ბობოხიძე, ლიზი ჩოგოვაძე, გიორგი ლიპარტელიანი და დავით ჩიხლაძე. საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი […]
ხონელმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა აიღო. I ხონი – 540 ქულა II აჭარა – 497 ქულა III თბილისი – 491 შეჯიბრებაზე გოგონებს შორის საუკეთესოს ვინაობა სინკლერის სპეციალური ცხრილით გაირკვა. 69 კგ. წონით კატეგორიაში სარეკორდო მაჩვენებელი ხონელმა მარიამ ჩხენკელმა ატაცში 5 (70). აკვრაში 2 (87) […]
ხონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ხონში საგზო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე , გზები ეწყობა გუბში, დიდ კუხში, საწულუკიძეოში, ქუტირში… სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებულ სხვა პრობლემურ ლოკაციებს.
თინათინ დარსაველიძეს მადლობის სიგელი გადაეცა

ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლაში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მერის , ლადო ჯურხაძის მადლობის სიგელი გადაეცა პედაგოგს თინათინ დარსაველიძეს, რომელიც წლებია თავისი ცოდნით, სიყვარულითა და შთაგონებით აღვივებს ბავშვებში მუსიკისადმი სიყვარულს. ეს იყო სიმბოლური, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვნი მადლიერება მისი დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის. გვეამაყება, რომ […]
მულტიფუნქციური სკვერი — ახალი სივრცე ხონისთვის

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ ახალი სკვერი , საზეიმო ვითარებაში, ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბექა მანაგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. „ეს სკვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდა ჩვენს ქალაქში. ყოველდღიურად ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, ბავშვსა და უფროსს, რომლებიც საღამოობით […]
ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გულნარა ბუაძე ,,მწვანე ჯილდოს 2025″ მფლობელი გახდა

ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელი გულნარა ბუაძე ,,მწვანე ჯილდოს 2025″ მფლობელი გახდა და მას ჯილდო გარემოსდაცვის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადასცა. 2025 წლის 23 ივნისს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის კონკურსს ,,მწვანე ჯილდოს” ფინალისტების დაჯილდოება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე ესწრებოდა. ხონის ბაღების გაერთიანებას წელს კონკურსში ორი მონაწილე ჰყავდა – ქუტირისა […]
ოლიმპიზმის დღე ხონის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად , მარათონული გარბენითა და სპორტული აქტივობებით აღინიშნა

ხონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა “საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025” ( გოგონებს შორის), რომელშიც მონაწილება მიიღო ხონის , თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, საჩხერის. მუნიციპალიტეტის გუნდებმა. პირველი ადგილი დაიკავა ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, ; მეორე ადგილი საჩხერის გუნდმა ,,ქარიშხალმა,, ; მესამე ადგილი ბათუმის გუნდმა ,, ბათუმმა,, ; ასევე, მოეწყო ოლიმპიური გარბენი. მარათონის გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური […]