მიმდინარეობს საიტის განახლება

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი , ლადო ჯურხაძე საზოგადოებას2025 წლის  საქმიანობის 9 თვის ანგარიშს წარუდგენს. მისამართი: ქ. ხონი, აფხაზეთის ქ. # 18 დასაწყისი: 16:00 საათი დასწრება თავისუფალია

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხონის თეატრს 160 წლის იუბილე მიულოცა

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრში ნოდარ დუმბაძის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლის “ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ” (რეჟისორი , გოჩა კაპანაძე) პრემიერა შედგა. იუბილეს ასევე მიეძღვნა აფიშებისა და თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. დაჯილდოვდნენ ხონის თეატრის მოქმედი და ღვაწლმოსილი მსახიობები. საპატიო სიგელები გადაეცათ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარიკა რუხაძესა და ხონის კულტურის ცენტრის დირექტორს მინერი ონიანს. თეატრის განვითარებაში შეტანილი […]

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური პირველობა დაიწყო

ხონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა მძლეოსნობის შეჯიბრი. ვაჟთა შორის გამარჯვებულები: I ადგილი -სსიპ გ. ტაბიძის სახელობის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა II ადგილი- სსიპ სოფელ გორდის საჯარო სკოლა III ადგილი -სსიპ აკაკი ტერელაძის სახელობის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა გოგონათა შორის გამარჯვებულები: I ადგილი-სსიპ სოფელ დედალაურის საჯარო სკოლა II ადგილი- სსიპ გ. ტაბიძის სახელობის სოფელ ივანდიდის […]

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ყუფარაძემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ცხაურებისა და ხიდ-ბოგირების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა დასრულდა; სპეციალისტები ასევე მუშაობენ ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაზე. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა თამარ უგულავამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის მიმდინარეობის პირველი ეტაპი შეაჯამა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა მიერ […]

ლადო ჯურხაძე მესამე საჯარო სკოლას ესტუმრა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი , ლადო ჯურხაძე ირაკლი აბაშიძის სახელობის # 3 საჯარო სკოლას ესტუმრა და პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირება – პროფესიული განათლების განვითარებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი ხედვით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხონში პირველად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია ირაკლი აბაშიძის სახლობს მესამე საჯარო […]

ხონში ძალოსნობის ღია ჩემპიონატი გაიმართა

15-16 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ღია ჩემპიონატი ძალოსნობაში ( (U13) . სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს 15 რეგიონის 130 -ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. პირად და გუნდურ ჩათვლებში გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები . გამარჯვებულებს მედლები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კახი კახიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის […]

ხონში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

გაიმართა სპორტული შეჯიბრება ნარდსა და შაშში, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: შაში ზაზა ჯიშკარიანი ლევან საღარეიშვილი გიორგი გელენიძე ნარდი დათო უგულავა ვასილ კუბლაშვილი ბუთხუზ ხუროძე გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თასებითა და სიგელებით დაჯილდოვეს.

ხმის მიცემა დაიწყო

„სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში შემოსულ წინადადებებზე  ხმის მიცემა დაიწყო.   პროექტის მხარდამჭერებს შეუძლიათ, სასურველ პროექტს ხმა მისცენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tanammartveli.ge .   ხმის მიცემა 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.   2025 წელს პროექტისთვის ხონის მუნიციპალიტეტმა 150 000 ლარი გამოყო.   დამატებითი კონსულტაციისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე : 595 332 544

„სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში შემოსული წინადადებები სამუშაო ჯგუფმა განიხილა

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში შემოსული წინადადებები სამუშაო ჯგუფმა განიხილა. მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 11 პროექტიდან მეორე ეტაპზე 10 პროექტი გადავიდა. დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტმა უნდა დააგროვოს გარკვეული რაოდენობის ხმები, რისთვისაც მხარდამჭერ მოქალაქეთა აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პროექტის მხარდამჭერებს შეუძლიათ, სასურველ პროექტს ხმა მისცენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khoni.cpc.org.ge. ხმის მიცემა 15 ოქტომბერს დაიწყება და 30 […]

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ხონში, „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში, წინადადებების მიღება დღეს სრულდება! განცხადებები მიიღება 18:00 საათის ჩათვლით. პროექტის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: khoni.cpc.org.ge დამატებითი კონსულტაციისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე : 595 332 544