მიმდინარეობს საიტის განახლება

მერიის შესახებ

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.

მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

მერიას აქვს  შტამპი,  ბლანკი, ბეჭედიხონის   მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით –„საქართველო. ხონის  მუნიციპალიტეტის მერია“.

მერიის ადგილსამყოფელია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი  №6

შინაგანაწესი

მერიის-შინაგანაწესი სამუშაო-ვერსია-2-13

დებულება

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება