ახალგაზრდული საბჭოს წევრობის განაცხადი

ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო წარმოადგენს

ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო ორგანოს,

რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“,

მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდული საბჭოს მიზანს, უფლებამოსილებას და სტრუქტურას,

უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული საბჭო :

ა) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში,

მონიტორინგსა და შეფასებაში;

ბ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის მერიისა და მისდამი

დაქვემდებარებული ორგანიზაციების პროგრამების დაგეგმვაში,

მონიტორინგსა და შეფასებაში, რომლებიც ეხებათ ახალგაზრდებს და

შეიმუშავებს შესაბამისს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით;

გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში და ახალგაზრდების

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებაში;

დ) შეისწავლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა

და ინტერესებს და შეიმუშავებს შესაბამისს წინადადებებს და

რეკომენდაციებს მათი უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ახდენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებას

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და

საზოგადოების ინფორმირებას ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და

მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;

ზ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების

ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროებში.

ახალგაზრდული საბჭო შედგება 15 წევრისგან (თავმჯდომარე და 14 წევრი).

ახალგაზრდული საბჭოს წევრი შეიძლება იყოს 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და

რეგისტრირებულია ხონის მუნიციპალიტეტში.

წევრობისთვის გამოაგზავნეთ  სარეგისტრაციო ფორმა

13 ოქტომბრიდან  27  ოქტომბრის  18:00 საათამდე.

კონკურსანტის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად წარმოდგენილი

აპლიკაციების განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ხონის მუნიციპალიტეტის

მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ

საქმეთა სამსახურის თანამშრომელი აწარმოებს დოკუმენტაციის შესწავლას

ერთი კვირის ვადაში და შერჩეულ აპლიკაციებს წარუდგენს ხონის მუნიციპალიტეტის

მერის მიერ დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც ერთი კვირის ვადაში

მოახდენს კონკურსანტების გასაუბრებას.კომისია თავის საქმიანობას

განახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის

11 ოქტომბრის ბრძანება Nბ60.6023284001-ის „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დებულების“

შესაბამისად.

ახალგაზრდული საბჭოს წევრები შეირჩევა 2 წლის ვადით.

სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/i4Pwitu3zuEQjHDo7

 

 

SIGN IN

Forgot Password

X