პროექტები

ხონის მუნიციპალიტეტში პროექტის ,, ეკო-გრანტების პროგრმის ,, ფარგლებში ტრენინგი გაიმართა. კლიმატი , კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა თხილსა და სხვა კაკლოვანი კულტურებეზე- ეს იყო საინფორმაციო შეხვედრის ძირითადი თემა. ტრენიგს საჯარო მოხელეები, ადგილობრივი ფერმერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ორგანიზება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა გაუწია.          

Read more

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სოფელ დიდ კუხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ და დასაქმებულებს გაესაუბრნენ. სოფელ დიდი კუხის ცენტრიდან გორდაძეების უბნამდე დამაკავშირებელ გზაზე 2.5 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარი ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.               

Read more

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული სოფელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებდათ. „ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივებს წლების მანძილზე არსებულ პრობლემას გადაუჭრის. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო ამ პროექტის დასაწყებად და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩემს მოსახლეობას სასმელი წყალი უწყვეტად ექნება.“- ლადო ჯურხაძე სამუშაოებს შპს. […]

Read more

SIGN IN

Forgot Password

X