სოფელ დიდ კუხში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სოფელ დიდ კუხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ და დასაქმებულებს გაესაუბრნენ.

სოფელ დიდი კუხის ცენტრიდან გორდაძეების უბნამდე დამაკავშირებელ გზაზე 2.5 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარი ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.

 

            

SIGN IN

Forgot Password

X