ხონის მუნიციპალიტეტი მერი წარმატებულ აბიტურიენტებს შეხვდა

ხონის მუნიციპალიტეტი მერი წარმატებულ აბიტურიენტებს შეხვდა .
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის მე-3-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნათია ბარაბაძემ და სოფელ ივანდიდის გ. ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი შვანგირაძემ ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებით სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი, განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლისათვის.
,, ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩემთვისაც განათლება არის პრიორიტეტი და ხონის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ. იმედს ვიტოვებ ,თქვენი თაობა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარების პროცესის თანამონაწილე იქნება,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა სტუდენტებთაან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

SIGN IN

Forgot Password

X