აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლის მიზნით, 25 სექტემბერს, 21:00 საათიდან 23:30 საათამდე , თერმული ნისლით დამუშავდება დედალაურის ადმინისტრაციული ერთეული და მისი მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.


მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, იყვნენ ყურადღებით, მითითებულ საათებში თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან, დახურონ საცხოვრებელი სახლების ფანჯრები , კარები, გართ არ დატოვონ საოჯახო ტექსტილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

შეწამვლითი ღონისძიებების პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ელექტრონულ ბაზაში აისახება.

1501 – გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტრო