გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

?ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.

?შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.

?კარანტინი გამოცხადდა ქალაქ ხონში, დაავადების კერიდან (ქ.ხონი, ბარათაშვილის ქ. # 5)3 კილომეტრის რადიუსში.

?ბრძანების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია.
აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში.

?კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

?მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.

?ბრძანების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთა იყვნენ კონტაქტში, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.

?არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

?ცნობისთვის, ქალაქ ხონში, ბარათაშვილის ქ.#5-ში, დაფიქსირდა ძაღლის დაავადების ფაქტი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ძაღლის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები.

?ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი https://bitly.ws/Yscr

SIGN IN

Forgot Password

X