რატომ არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს სკრინინგი?

სტატისტიკის თანახმად, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის. თუმცა ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების განკურნება შესაძლებელია. ადრეული დიაგნოსტიკისთვის კი სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა.
ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება, რაც უმთავრესად განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს სკრინინგის დანერგვას უკავშირდება.
?ვის შეუძლია ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა?
საქართველოში ძუძუს კიბოს უფასო სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 40-70 წლის ასაკის ქალებისთვისაა შესაძლებელი. უფასო სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, ან ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს ორჯერ წელიწადში.
?რას მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა?
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:
?მამოლოგის გასინჯვა;
?მამოგრაფიული გამოკვლევა;
?პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
?ძუძუს ექოსკოპია;
?წარმონაქმნის ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.

SIGN IN

Forgot Password

X