საგრანტო კონკურსი მიგრანტებისთვის

?მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტებს “გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის” და “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში”.
?აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.
?საგრანტო კონკურსი ცხადდება ხონის, ხარაგაულისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.
?ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ლინკზე?:

SIGN IN

Forgot Password

X