სოფელ ახალშენში სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები დაიწყო

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სასმელი წყლის მილების გაყვანის სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული სოფელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებდათ.

„ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივებს წლების მანძილზე არსებულ პრობლემას გადაუჭრის. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო ამ პროექტის დასაწყებად და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩემს მოსახლეობას სასმელი წყალი უწყვეტად ექნება.“- ლადო ჯურხაძე

სამუშაოებს შპს. „საბა“ ახლორციელებს. ჯამში მოეწყობა 8 კილომეტრიანი ქსელი და 2 ჭაბურღილი.

SIGN IN

Forgot Password

X