ფოტოკონკურსი ,, იპო 2023 ,, იწყება

📷ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 10 -დან 29 წლამდე როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.
📷თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს წარმოადგინოს მაქსიმუმ ხუთი ფოტო.
📷ფოტოს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი.
📷კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური.
📷კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი.
📷კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში);
📷კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი,
თავისუფალი თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ. );
📷კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .
📷ფოტოკონკურსის ფარგლებში დაჯილდოების დღეს გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული და კონკურში მონაწილეთა ნამუშევრები (სულ 30 – 40 საუკეთესო ფოტო).
📷გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული
ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები.
📷ფოტოკონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფოტოგრაფიის პროფესიონალებისგან –
კრიტიკოსების, ფოტოგრაფების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვეული წევრისგან.
📷ფოტოკონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებას ახდენს ჟიური. გამარჯვებულების
გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.
ასევე გათვალისწინებული იქნება:
– თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პეიზაჟი, პორტრეტი, თავისუფალი
თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ.) ორიგინალურობა;
-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;
-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების
ხარისხი.
📷შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც ფოტოაპარატით, ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები.
📷შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
🥇პირველი ადგილი – 400 ლარი
🥈მეორე ადგილი – 300 ლარი
🥉მესამე ადგილი – 200 ლარი
🏆საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულებს, გადაეცებათ „იპო“ს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება და დიპლომი.
📷ფოტოკონკურსში მონაწილეობა ნიშნავს ავტორის თანხმობას გამოყენებულ იქნას მისი ნამუშევარი
არაკომერციული მიზნებისთვის, მეთოდურ და საინფორმაციო გამოცემებში, კატალოგებში, ბუკლეტებსა
და ფოტოგამოფენებში.
📷ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები:
პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც
გამოფენისთვის დაიბეჭდება, გადადის კონკურსის დამფინანსებლების საკუთრებაში, საავტორო
უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
📷ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ, მითითებულ
ელექტრონულ მისამართზე 📧www.photoipoofficial@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე –☎️ (+995) 574 898 927
❗️❗️აუცილებელია ფოტოს ერთვოდეს ავტორის სახელი, გვარი დასაკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
📅ნამუშევრების მიღება დაიწყება 2023 წლის 12 აპრილს და გაგრძელდება 2023 წლის 28 აპრილამდე.
👉კონკურსის ორგანიზატორია ხონის მუნიციპალიტეტის მერია.

SIGN IN

Forgot Password

X