ხონის მუნიცილალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა მიმდინარეობს

➡️მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ტრენინგ-სემინარები აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს.

📌პროექტს, სახელწოდებით – „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომლის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, განვითარებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ ტრენინგ-სემინარებს ხონის მუნიციპალიტეტში,  სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსი – ამანდა ცუცქირიძე ახორციელებს.

ტრენინგები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვის შესაბამისად მიმდინარეობს.

SIGN IN

Forgot Password

X