ხონმა “მთის დღეებს” უმასპინძლა.

გორდში, დადიანების ტყე-პარკში ,,მთის დღეები”-ს ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდავა, ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები და დეგუსტაცია. ასევე გაიმართა გასართობი თამაშები (ველოტური, ზიპლაინი, მოლაშქრეების მასტერკლასი, სახალისო შეჯიბრები).
,,მთის დღეები”-ს საზეიმო გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
,,მთის დღეები” საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მეორე წელია იმართება.
,,მთის დღეები”-ს ფარგლებში ის პირები დაჯილდოვდნენ, რომელთაც სოფლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მთის ერთგულებისთვის და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სოფელ გორდში მცხოვრები გულიადა სანოძე, სოფელ ძეძილეთში მცხოვრები ელდარი მეძველია და სოფელ კინჩხაში მცხოვრები გიორგი გორგოძე დაჯილდოვდნენ.
გორდში, თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა აჟღერდა. ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ქართული ფოლკლორი ანსამბლმა ,,ჩვენებურებმა” ერთ საათიანი კონცერტით გააცნო.
ანსამბლ ,,ჩვენებურების” შემდეგ, სცენა თიკა ბალანჩინმა და ჯგუფმა ,,ნიუ ვანმა” დაიკავეს.
,,მთის დღეები” კოცონთან ,,თბილისური კვარტეტის” სიმღერებითა და ფოიერვერკით დასრულდება.
+23

SIGN IN

Forgot Password

X