ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ხონში აფხაზეთის ომის გმირი დაკრძალეს.

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის ბესარიონ აბულაძის ნეშტი დღეს მშობლიურ ხონში, სოფელ კინჩხის მიწას მიაბარეს.
დაღუპულ გმირ მებრძოლს პატივი მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა , სამხედრო პირებმა, ვეტერანებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.

,,ბესო არის მაგალითი გმირობისა და ვაჟკაცობის. მისი ხანმოკლე სიცოცხლე და სამაგალითო აღსასრული მიეძღვნა სამშობლოს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მის მშობლებს მადლობა ვუთხრა გმირი შვილის აღზრდისთვის. უფალმა გაანათლოს მისი სული,, -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში გაუჩინარებული ათობით ქართველი მებრძოლის ცხედრის იდენტიფიცირება და სათანადო პატივით დაკრძალვა გახდა შესაძლებელი.

           

            

SIGN IN

Forgot Password

X