ხონში ინგლისურენოვანი რეგიონული კონფერენცია გაიმართა

📚ხონში მეორედ ინგლისურენოვანი რეგიონული კონფერენცია გაიმართა.
🟧ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით , ორგანიზაციამ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების გამოწვევებსა და ცვლილებებს მიუძღვნა.
🟧კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და კონფერენციის ორგანიზატორი ელენე ცაცუა.
👉ლადო ჯურხაძე: ,, მოხარული ვარ , რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მეორედ მასპინძლობს ასეთი მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებას. მხარს ვუჭერ განათლების მიმართულებით დანერგილ სიახლეებს , დაგეგმილ აქტივობებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებულ, შედეგიან და საინტერესო ღონისძიებას გისურვებთ!,,
🟧ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ იყვნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ეკატერინე ფიფია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მენტორი და მოწვეული სპიკერი მანანა კაპეტივაძე, 2017 წლის საუკეთესო ათეულის გამარჯვებული საჩხერის N2 საჯაროს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მაია ტყემალაძე, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დიანა ნემსიწვერიძე.
🟧კონფერენციაზე წარადგინეს პედაგოგსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლური პროექტები ყველა ასაკის მოსწავლეებმა ხონის, ბაღდათის, ქუთაისი, საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან.

SIGN IN

Forgot Password

X