ხონში ,, ქართული ხმების,, კონცერტი გაიმართა

🎼ხონის კულტურის ცენტრში, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ პროექტით „წუთისოფელი“ მაყურებლის წინაშე წარსდგა.
🎤🎼„ქართული ხმების“ ერთ-ერთმა სოლისტმა და პროექტის წამყვანმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა, „წარსულის ცოდნამ მომავლის შეცნობა უნდა გაგვიადვილოს. პროექტით „წუთისოფელი“ ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა. უზომოდ გახარებული ვარ დღეს. სამტრედიელი მაყურებლის ემოცია ჩვენც გადმოგვედო“.
🎤🎼პროექტის ფარგლებში, სცენაზე იდგა , ,,ქართული ხმების ,, ღირსეული წევრი, ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე.
🎤🎼ღონისძიებას ხონელ საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🎤🎼პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

SIGN IN

Forgot Password

X