ფუნქციები :
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების
სისტემურად შესრულება და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში
(ქაღალდის ან/და ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეგროვება-შეტანა;
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად
დაკავების ფაქტის დადგენა;
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის
იდენტურობის/ადგილმდებარეობის დადგენა;
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საველე-საკადასტრო
სამუშაოების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ხარისხის
კონტროლი;
გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა;
დამუშავებული და მომზადებული მასალების მიწოდება უფლებამოსილი პირებისა
თუ უწყებებისთვის;
ვალდებულია გამოიყენოს მისთვის გადაცემული ავტომობილი მხოლოდ
სამსახურეობრივი მიზნებისთვის კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და
უსაფრთხოდ. თავიდან აირიდოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ავტომობილის
დაზიანება
მუდმივად აკონტროლოს მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების
გამართულობა და ნებისმიერ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ
შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის
უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერს (ავტოპარკის მენეჯერი)
მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის
დადგომისთანავე მოახდინოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის, ეკონომიკური
დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერის,
სადაზღვევო კომპანიის და საპატრულო პოლიციის ინფორმირება სატრანსპორტო
საშუალების დაზიანების თაობაზე, კერძოდ: მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას სრული
აღწერის და დასაბუთების შემცველი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის განაცხადი,
ასევე გადაუგზავნოს სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის: ავტომობილის
მართვის მოწმობა; ცნობა სამუშაო ადგილიდან; ავტომობილის დაზიანებული
ადგილის ფოტო მასალა; ავტომობილის ტექნიკური პასპორტი; ავტომობილის
სერიული ნომერი (VIN CODE); ავტომობილის სახელმწიფო ნომერი; მოახდინოს
დაზიანებული ავტომობილის შეფასება ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით;
დაიცვას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სატრანპორტო
საშუალებით გადაადგილების წესები, კერძოდ: თავიდან აირიდოს და არ გამოიწვიოს
ავტო საგზაო შემთხვევა; არ გადააჭარბოს გზაზე არსებული მანიშნებლებით
განსაზღვრულ სიჩქარის ლიმიტს; ავტომობილი იქონიოს მუდმივად სუფთა
მდგომარეობაში
ვალდებულია უზრუნველყოს მინდობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და
მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების დაცვა.
მოთხოვნები:
აუცილებელია – სრული ზოგადი განათლება;
მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
სასუველია გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
შედეგზე ორიენტაცია;
სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის ეფექტიანი მართვა;
დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების
წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3
მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული პოზიცია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს ხანგრძლივ მივლინებას,
რომლის დღიური ანაზღაურება შეადგენს დამატებით 30 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ამგეგმავ-მძღოლი”,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.