ლადო ჯურხაძემ დინამოს საფეხბურთო სკოლის დირექტორს უმასპინძლა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ დინამოს საფეხბურთო სკოლის დირექტორს ლევან გვანცელაძესა და პროექტების მენეჯერს გია ისიანს უმასპინძლა.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობასა და მომავალი სპორტსმენების აღმოჩენა, დაოსტატების საკითხებს.
შეხვედრაზე აღინიშნა , რომ ამ პროცესში მნიშვნელოვაბნი იქნება დინამოს აკადემიის წვლილი , რომელიც უზრუნველყოფს რიგი ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელებას , ასევე ევროპელი სპეციალისტებისაგან მიღებული ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, რომ ფეხბურთელი არ მოწყდეს საცხოვრებელ ადგილს და მშობლიურ ქალაქში მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, საკრებულოს განათლების , სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ბახტაძე და ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ვეკუა .

SIGN IN

Forgot Password

X