ლადო ჯურხაძემ საზოგადოებას 9 თვის ანგარიში წარუდგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოებას  2023 წლის 1 -ლი იანვრიდან 30 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის N 78 დადგენილების შესაბამისად სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა. მისალმების შემდეგ მან სიტყვა მუნიციპალიტეტის მერს გადასცა .

ლადო ჯურხაძემ  შეკრებილ საზოგადოებას  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი ბიუჯეტსა და მის შესრულებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  ადგილობრივ ეკონომიკასა და საანგარიშო პერიოდში  მოზიდულ ინვესტიციებზე,  დონორ ორგანიზეციებთან თანამშომლობაზე,  საგრანტო პროექტებზე, მმართველობის სფეროში დანერგილ სიახლეებზე, ჩართულობის მექანიზმების ამოქმედებაზე, კომუნალურ , წყალარინებისა და სამელიორაციო საკითხებზე, განათლებაზე, კულტურასა და სპორტზე, ისაუბრა გამოწვევებსა და პრბლემებზე…

,,თითოეული თქვენგანი ხედავს , რა სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა წელს მუნიციპალიტეტში. გარდა იმისა, რომ განახლდა ცენტრალური ბულვარი, შეიცვალა ქალაქის იერსახე, გზები დაიგო სოფლებში, განახლდა სასკოლო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, აღდგა ხიდები, დამეწყრილი გზები, დაზიანებული სახურავები. სოფლებში განახლდა , აშენდა და კეთილმოეწყო სკვერები, სასპორტო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ხონი-ახალბედისეული-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება და ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება.

გვაქვს ცვლილებები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით , რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა მოწყვლადი ჯგუფი და დროულად და ეფექტურად დავეხმაროთ.

უპრეცედენტოდ ბევრი და ხარისხიანი კულტურული და სპორტული აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა , რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სათანადო გარემო.

ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისაც კი განვითარების პროცესში ჩვენი დახმარება შეუძლია. ვფიქრომ , ეს ძალისხმევა სასიკეთოდ აისახება თითოეული ხონელის ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მერის ანგარიშის წარდგენას ადგილობრივი მოსახლეობა, პედაგოგები, ჟურნალისტები,სასულიერო პირები,  საჯარო მოხელეები, დაინტერესებული  ხონელები ესწრებოდნენ.

SIGN IN

Forgot Password

X