ლადო ჯურხაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფედოდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამუშაო მივლნებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა იუნესკოს განათლების ქსელის წევრი ქალაქების გამოცდილების გაზიარებასა და სწავლის უწყვეტობის კოცეფციის შდეგების ადგილზე გაცნობას.
შეხვედრები გაიმართა ჰამბურგის უნივერსიტეტში, იუნესკოს ოფისში, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სოფლისმეორნეობის სამინისტროში, სახალხო უნივერსიტეტის ჰამბურგის ოფისში, გელზენკირხენის მერიაში, გელზენკირხენის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, DVV International -ის ბონის სათაო ოფისსა და ბონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
საუბარი შეეხებოდა იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის საკითხებს, განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, წარმატებებს და შედეგებს .
ვიზიტის ფარგლებში , ჯგუფის წევრები გაეცნენ განათლების ქალაქების სივრცითი დაგეგმარების სამოდელო მაკეტებს , ინტერდისციპლინალური გუნდის მუშაობის პრინციპებს და აღნიშნული ქალაქების სასწავლო მიზნებს, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტებით არის გამყარებული.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას ღებულობდნენ ამბროლაურის , ახალციხის, წალენჯიხის, სენაკის, კასპის მუნიციპალიტეტების მერები, მერის მოადგილეები, საჯარო მოხელეები და ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ხელმძღვანელები .
ხონის მუნიციპალიტეტი წელს იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის კანდიდატია . განაცხადი ხონის მერიიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს ეროვნულ ოფისში მაისის ბოლოს გადაიგზავნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ვიზიტი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული.

SIGN IN

Forgot Password

X