ლადო ჯურხაძე ხონის სათემოგანათლების ცენტრს ესტუმრა

🔹ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სათემო განათლების ცენტრში ბიზნეს იდეის წერისა და მართვის სასწავლო მოდულის მსმენელებს შეხვდა და ხაზი გაუსვა მათი გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საჭიროებას:
——————-
,, სახელმწიფო ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ საგრანტო კონკურსებში და სხვადასხვა მიმართულებით მოიპოვონ დაფინანსება, შექმნან საკუთარი ბიზნესი, მიიღონ დამატებითი შემოსავლები და ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ცოდნა- სად მოვიძიოთ ინფორმაცია, როგორ შევავსოთ განაცხადი, როგორ მივიტანოთ დონორამდე და ა.შ. სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედით. მადლობა მინდა გითხრათ აქტიურობისთვის. მე მხარს ვუჭერ ამ პროექტს და თქვენს წარმატებას ,საკუთარ წარმატებად ვთვლი,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
———————
🔹ხონის სათემო განათლების ბიზნეს იდეის წერისა და მართვის კურსზე ამ ეტაპზე რეგისტრაცია 40- მდე მოქალაქემ გაიარა. კურსი მოკლევადიანია, 16 შეხვედრას მოიცავს. 2 თვის განმავლობაში თითოეული მსმენელი სწავლობს პროექტის წერას, მართვას, ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შედგენას .
🔹კურსის წარმატებით დასრულებისას მსმენელები არაფორმალური განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
🔹პროექტი გერმანიის მთავრობისა (dvv international) და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

SIGN IN

Forgot Password

X