ლადო ჯურხაძე ხონის სათემო განათლების ცენტრს ესტუმრა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელისშემწყობის აქტივობების ფარგლებში, მუნიციალიტეტის მერია უკვე მეორე წელია მომზადება- გადამზადების არაფორმალური პროგრამების პოპულარიზებასა და მოქალაქეთა გააქტიურებას უწყობს ხელს.
ლადო ჯურხაძე ხონის სათემო განათლების ცენტრს ესტუმრა და ბიზნეს იდეის წერისა და მართვის კურსის მსმენელებს გაესაუბრა, მათი წინადადებები მოისმინა და იმ საჭიროებებზე ისაუბრა , რაც ადგილობრივი ეკონომიკის, ადგიულობრივი დოვლათის შექმნისა და გაზრდისთვისაა საჭირო.
,, ამ კვირაში მცირე საგრანტო პროექტის ,, აწარმოე საქართველოს,, ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება- რეგისტრაცია დაიწყება. ეს კურსი თითოეულ თქვენგანს დაეხმარება , რომ მოიპოვოთ გრნტი, რომელიც მცირე , მაგრამ მნიშვნელოვანი კაპიტალი იქნება. გარდა ამისა , აქ შეძენილი უნარები და მიღებული ცოდნა ბევრი მიმართულებით გიხსნით გზას და იმედს ვიტოვებ , რომ თითოეული თქვენგანისთვის წარმატების საფუძველი გახდება,, -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

SIGN IN

Forgot Password

X