მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გასული კვირის აქტივობები სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შეაჯამა:
ტენდერები, საპროექტო სამუშაოები, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ,, ფარგლებში გამართული კრებებისა და კონსულტაციების ანალიზი, სოფლებში მათხოჯსა და გუბში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები,გარე ვაჭრობისა და ავტომობილების პარკირების რეგულირების საკითხები , საიჯარო ღონისძიებები, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები- ამ და სხვა საკითხებზე , თათბირზე დეტალურად იმსჯელეს.
სამსახურების ხელმძღვანელებმა ლადო ჯურხაძისაგან მიიღეს კონკრეტული დავალებები:
——————————–
,, ყველა პროექტი თუ აქტივობა დავგეგმოთ სრულყოფილად. ეს ეხება ყველა სამსახურს. რაც შეეხება უშუალოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სარეაბილიტაციო ობიექტები შეაფასეთ ყველა კუთხიდან, საპროექტო დოკუმენტები დეტალურად უნდა ასახავდეს ყველა ღონისძიებას, ჩასატარებელ სამუშაოს. ნაწილობრივ გაკეთებული არ მინდა არაფერი, სჯობს გაკეთდეს ერთხელ და სამუდამოდ,, .

SIGN IN

Forgot Password

X