მიწის სისტემური რეგისტრაციასტან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

ხონში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ადგილზე გაეცნო . კონსულტაციის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლევი დაესწრნენ;
დაინტერესებულ პირებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით, ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა დაიწყო. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი განისაზღვრა.
2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 1/3 ნაწილი ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული, ან რეგისტრირებული მონაცემი ცვლილებას საჭიროებს.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის. სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულების თარიღად გამოცხადებულია 2025 წლის პირველი იანვარი;

SIGN IN

Forgot Password

X