მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ

ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – მრჩეველთა საბჭო არის მერის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის  სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის, ხონის  მუნციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და ხონის  მუნიციპალიტეტის მერის  საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა .

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა  ხონის  მუნიციპალიტეტი იყენებს მოქალაქეთა ჩართულობის შემდეგ ფორმებს:

შშმ პირთა საბჭო – ხონის  მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხს.

გენდერული თანასწორობის საბჭო – ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ –საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით .

პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება – მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, აღმასრულებელი ორგანო ყოველი წელს ახორციელებს  მოქალაქეთა წინადადებების მიღებას. პრიორიტეტის დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად ითვლება. პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ელექტრონუული პეტიცია-  პეტიცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) საკრებულოს დადგენილების პროექტი;

ბ) საკრებულოს დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

განყოფილებები

SIGN IN

Forgot Password

X